Fandom

Warcraft Wiki

The lich king

2pages on
this wiki
Add New Page
Talk0 Share

გვამების მეფე (the lich king) არის იმ მკვდრების მბრძანებელი, რომლებიც გაერთიანებულები არიან ფრაქციაში the scourge  რომელიც მკვდართა სამი ფრაქციიდან უდიდესი და ყველაზე ძლიერია. გვამების მეფე თავიდან იყო ორკი შამანი ნერ'ზული (ner'zhul) რომელმაც დაარღვია პირობა რომელიც ცეცხლოვანი ლეგიონის ერთ–ერთ მმართველთან კილ'ჯაედენთან (kil'jaeden) დადო,როცა ეცადა რომ ბნელი პორტალების თავიდან გახსნით დრაენორიდან გაეღწია და სხვა პლანეტები დაეპყრო ორკების კლანებთან ერთად. პორტალების გახსნის შემდეგ (რომელმაც დრაენორის თითქმის მთლიანი განადგურება გამოიწვია)  ის სხვა პლანეტის მაგივრად პირდაპირ ლეგიონის მთავარ ბაზაში აღმოჩნდა სადაც მას განრისხებული კილ'ჯაედენი ელოდა რომელმაც მისი სხეული გაანადგურა მაგრამ სულს პირობა დაადებინა რომ ემსახურებოდა სამუდამოდ. ამის შემდეგ მან ნერ'ზულის სული მოათავსა სპეციალურ აბჯარში რომელსაც დაწყევლილების აბჯარი ეწოდა და აგრეთვე მისცა მას ნატრეზიმების მიერ გამოჭედილი  მახვილი ფროსტმორნი(frostmourne) რომელიც მასთან ერთად გამოკეტა ყინულის ბლოკში რომელიც დემონების დაწყევლილი განზომილებიდან იყო მოტანილი. აგრეთვე კილ'ჯაედენმა ნერ'ზულს მისცა ძალა რომლითაც მას სიკვდილის დამორჩილებაც კი შეეძლო. ნერ'ზული მოკვდა  და დაიბადა გვამების მეფე, რომლის მოვალეობაც მკვდრებისგან არმიის შექმნა და აზეროტის ლეგიონისათვის დაპყრობა იყო.თუმცა როგორც მოგვიანებით გამოვლინდა მას აგრეთვე ლეგიონის აზეროტში გადმოყვანაც ევალებოდა. ის აზეროტში პორტალით არ გამოუგზავნიათ კილ'ჯაედენმა ის პირდაპირ კოსმოსით გამოუშვა აზეროტისაკენ. როცა აზეროტში მოვიდა ნერ'ზული დაეცა ნორტრენდში რომელიც აზეროტის უკიდურესი ჩრდილოეთ კონტინენტია. აქ ის დაეცა აისქრაუნის მყინვარზე საიდანაც დაიწყო მის მიერ შექმნილი ჭირის გავრცელება რომელიც ადამიანებს და ნებისმიერ ცოცხალ არსებას კლავდა და მის მონად აქცევდა. ყოველი ახალი მკვდრეთით აღმდგარი მონა ნერ'ზულს უდიდეს ძალას ანიჭებდა და მალე ის იმდენად გაძლიერდა , რომ თვით კილ'ჯაედენსაც აღარ შეეზლო მისი კონტროლი, მოგვიანებით მისმა ძალებმა იმდენს მიაღწია რომ არტასთან შერწყმის შემდეგ მას აზეროტის უძლიერეს არსებად მოიხსენიებენ. მაგრამ ნერ'ზული ჯერ–ჯერონით ვერ ახერხებდა ლეგიონის წინააღნმდეგ წასვლას რადგან მას კილ'ჯაედენის ერთგული მსახურები ნატრეზიმები აკონტროლებდნენ. ნერ'ზულმა თავისი სიკვდილის ჭირით და მკვდრების არმიით ნორტრენდის დიდი ნაწილი დაიმორჩილა , მაგრამ მას წინ აღუდგნენ ნერუბიანელები,უძველესი სამეფოს აჟოლ'ნერუბის მკვიდრები რომლებიც იყვნენ ადამიანის მსგავსი ობობები. მათ ნერ'ზულის ჭირი ვერ კლავდა რამაც მკვდრების მბრძანებელი გააოცა და აღაფრთოვანა, თუმცა ნერუბიანელებიც კი ვერ აღუდგნენ მის დამანგრეველ ძალას.ნერ'ზული მკვდარ ნერუბიანელებს მაინც აცოცხლებდა და თავის მონებად აქცევდა.ამ გზით გადააქცია მან ნერუბიანელთა უმეტესობა და მათი მეფე ანუბ'არაკი. ათწლიანი კონფლიქტის შემდეგ მკვდრებმა გაიმარჯვეს და დამარცხებული ნერუბიანელები აჟოლ'ნერუბის სიღრმეებში გამოიკეტნენ. ეს ომი ცნობილია როგორც:"ობობების ომი". ამ ომში გამარჯვება ნერ'ზულის პირველი ფართომასშტაბიანი გამარჯვება იყო,რამაც განაპირობა მისი ნორტრენდის ტერიტორიაზე გაბატონება.

   მას შემდეგ რაც მკვდრების მბრძანებელმა ნორტრენდი თავისი მარწუხების ქვეშ მოაქცია ნატრეზიმებმა მას კილ'ჯაედენთან დადებული პირობის შესრულება და აზეროტის განადგურება მოსთხოვეს, ნერ'ზული დაეთანხმა მათ. მაგრამ ნატრეზიმებმა არ იცოდნენ რომ ნერ'ზულს ჯერ კიდევ სიცოცხლეში მომავლის დანახვის უნარი ჰქონდა რომელიც სიკვდილის შემდეგ უფრო გაუძლიერდა და ის უკვე მარტო მომავალს კი არა იმასაც ხედავდა რაც წარსულში მოხდა,რაც მას საშუალებას აძლევდა ისეთი გეგმა შეედგინა  რომელიც მას უეჭველად დაიხსნიდა კილ'ჯაედენის მმართველობიდან. თავისი გეგმის შესრულება მან დაიწყო კელ'ტუზანდის დალარანის მაგის კირინ'ტორის ორდენის ერთ–ერთი ძლიერი წევრის გადაბირებით დაიწყო. თავისი მენტალური შესაძლებლობების წყალობით მან მოახერხა კელ'ტუზანდთან დაკავშირება და გადაიბირა იგი, გადაბირების შემდეგ კი მას ასწავლა ნეკრომანტული მაგია რაც საშუალებას აძლევდა კლ'ტუზანდს გაეცოცხლებინა და თავის ნებაზე ეკონტროლებინა მკვდრები.აგრეთვე კელ'ტუზანდს დაევალა ორგანიზაციის შექმნა რომელიც სხვა კონტინენტებზე მოახერხებდა მკვდრებუს მბრძანებლის გავლენის გაფართოებას და მისი სასიკვდილო ჭირით სხვა ადამიანების დაავადებას, რაც scourge_ს გაძლიერებას ნიშნავდა.კელ'ტუზანდმა შექმნა ორგანიზაცია რომელსაც "დაწყევლილების კულტი" ეწოდა, რომელიც შედგებოდა მეფის ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხისაგან. კელ'ტუზანდმა უბრალო გლეხები ძლიერ ნეკრომანტებად სულ მცირე დროში გარდაქმნა. კულტი უკვე მთელს ლორდერონის სახელმწიფოს მოედო. ლორდერონი უდიდესი იყო 7 ადამიანთა სამეფოს შორის და აგრეთვე თავის დროზე მეფე ტერენასის ლორდერონის მეფის მოწოდებით შეიქმნა დიი ალიანსი,რომელმაც ორკებს მწარე დამარცხება აგემა.

მოძიებულია "http://ka.warcraft.wikia.com/wiki/The_lich_king?oldid=82"-დან

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on Fandom

Random Wiki